"პანდემიის დასრულება შეგიძლია შენ!" - NCDC

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს:

"2022 წელს თან მოაქვს იმედი, რომ ამ ახალ წელს კორონავირუსს საბოლოოდ დავამარცხებთ. საკუთარი თავის და შენი ახლობლების სიცოცხლის დასაცავად ამ ბრძოლაში შეგიძლია უკვე გამოცდილი იარაღები გამოიყენო:

დაიცავი დისტანცია.

ატარე პირბადე

აიცერი

2021 წელს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა უკვე ხშირად დაგვარწმუნეს მათ ეფექტურობაში. მხოლოდ საქართველოში ვაქცინაციამ დაგვიცვა:ინფიცირებისგან 89.41%-ით.

დაავადების მძიმე განვითარებისა და საავადმყოფოში მოხვედრისგან 93.35-ით.

სიკვდილისგან თითქმის 100%-ით.

 თითოეული ჩვენგანის ვაქცინაცია ქვეყნის სამსახურში დადებული აგურია. პანდემიის დასრულება შეგიძლია შენ! შეაჩერე გავრცელება! შეაჩერე პანდემია!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.