პარლამენტთან აქციაზე ათი პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების დროს 10 პირი დაკავეს.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, პარლამენტთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები, საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელიდან კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ ცდილობდნენ.

მათ კარვის გაშლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტთან დაპირისპირება გრძელდება. ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილიც.