პარლამენტი შემოღობეს

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობითაა შემოსაზღვრული. რკინის კონსტრუქციაზე მწვანე ფერის ქსოვილია შემოვლებული. 

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას უკავშირდება, საკანონმდებლო ორგანოს წინ ღობის შემოვლება. როგორც report.ge-ს თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ საკითხზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრებს, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ განთავსებული კარვები 30 დეკემბერს აიღეს და მის ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები დადგეს. ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე ატრაქციონებიც აღარ დგას.