პარლამენტის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გავრცელებული ინფორმაციით, სქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაინფიცირებული უკვე კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, მოძიებულია მისი ყველა კონტაქტიც. 

არსებული ინფორმაციით, თანამშრომელთა უმეტესობა პარლამენტის აპარატში დისტანციურად მუშაობდა.

შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.