პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აიღეს 

ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ასუფთავებს. სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს განთავსებული კარვები აიღეს, რასაც ხმაური მოჰყვა. "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია სატვირთო მანქანაზე აძვრა და მძღოლს ადგილიდან დაძვრის შესაძლებლობას არ აძლევდა. სწორედ აღნიშნულ სატვირთოზე მოათავსეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აღებული კარვები.