პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია. შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტებმა ლოჟიდან ბანერები გადმოფინეს წარწერით: "აიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობა", "დასაჯეთ მოძალადეები".

დეპუტატების ნაწილმა, ადგილები დატოვეს და ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. თინა ბოკუჩავა და ხატია დეკანოიძე ცდილობდნენ ახლოს მისულიყვნენ ვახტანგ გომელაურმა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.