პარლამენტის თავმჯდომარე იზოლაციაშია - თალაკვაძის პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება.

„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.