პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

დამატებითი ზომები, რომელიც პარლამენტმა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის მიიღო, ეფექტური იქნება, -  ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. 

"იმედი მაქვს, დამატებითი ზომები, რაც ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის პარლამენტმა მიიღო, ეფექტური იქნება. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კოლეგებს, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას უსაფრთხოების ის წესები, რაც ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის მოწოდებული. პირველ რიგში, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება - ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება ნებისმიერი ახლო კონტაქტის დროს. ეს დაგვეხმარება, რომ მინიმალური ახალი შემთხვევებით გავიაროთ პერიოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.