პარლამენტის წევრები პირდაპირ ეთერში ვაქცინას იკეთებენ - LIVE

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ, ერთად გაიკეთებენ.

ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 13:00 საათზე შეიკრიბნენ. დეპუტატების ვაქცინაციის პროცესს ესწრება ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. 

4 მაისს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, სინოფარმით აცრა კი 4 მაისიდან დაიწყო.