პარლამენტში სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა მიმდინარეობს - VIDEO

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით,  200-მდე სოციალურ მუშაკთან შეხვედრა იმართება. ღონისძიებაზე სოციალურ მუშაკებს სპეციალური ტრენინგკურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

შეხვედრას ესწრებიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარე სოფო კილაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ფელიქს ჰეტი.

სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, სოციალურ მუშაკებს სერთიფიკატებს გადასცემენ.