პარლამენტში სპეციალური საბჭო შეიქმნა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა, რომელიც კომიტეტს საექსპერტო დახმარებას გაუწევს.

საბჭო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

,,ჯანდაცვის კომიტეტთან შეიქმნა სამედიცინო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებით საექსპერტო დახმარებას გაუწევს კომიტეტს. საუბარია ახლა არსებული სიტუაცია რა არის, რეკომენდაციები რა გვექნება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით და თუ როგორ დავგეგმავთ შემდგომ მუშაობას," - აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე.