პარლამენტთან აქციაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა - VIDEO

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მისი თქმით "ქართულმა ოცნებამ" მოატყუა ხალხი და ამ შეურაცხყოფას საზოგადოება ხელისუფლებას არ აპატიებს.

"არ მიიღებს ქართველი საზოგადოება ამ შეურაცხყოფას. ამ თაღლითურ სქემას, რომელსაც სთავაზობს ხელისუფლება. არ იციან პოლიტიკა, არ იციან რა ღირებულებებით ცხოვრობს ქართველი ხალხი. ჰგონიათ, რომ რაზეც თვითონ არიან წამსვლელელები, ეგ არის ქართველი ხალხის მაჯისცემა,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ოპოზიციურ პარტიებს იმის გამო, რომ მათ გაერთიანება შეძლეს.

"მე ვხედავ სრულ ერთიანობას და ამისთვის მადლობას ვუხდი ოპოზიცია. მიუხედავად იმისა რომ რჩებიან განსხვავებულ პოზიციებზე და ეს დასაფასებელია. მე ვხედავ ერთ სტაბილურ გეგმაზე მდგომ ოპოზიციას,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.