პარლამენტთან ორი აქტივისტი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს.

მათი თქმით, პოლიციამ პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

"გუშინ წაიშალა რკინის კედელზე წარწერა, სადაც ეწერა „ბიძინას მონებო“. შესბამისად, დღეს სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ ამ წარწერის განახლებას და საბჭოთა სიმბოლიკის დაწერას, რითაც დავასტურებთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის რუსული მმართველობა. პოლიცია ამაზე გაღიზიანდა. დაკავებულია ნიკოლოზ ნარსია და რუსკა მჭედლიძე“,- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.