პარლამენტის ეზოში სპეცტექნიკაა მობილიზებული

საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოში, ამ წუთებისთვის, სახანძრო მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც. 

საკანონმდებლო ორგანოს შენობის ეზოში ასევე ხდება საპოლიციო ძალების მობილიზებაც.

სავარადოუდ, მათი მობილიზება დღევანდელ აქციას უკავშირდება.

ცნობისთვის, დღეს, 26 თებერვალს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობაა დაგეგმილი.