პატრიარქი შობის სადღესასწაულო მსახურებას სამების ტაძარში აღავლენს

სამების ტაძარში საზეიმო მსახურება 23:00 საათზე დაიწყება. 

საპატრიარქოს ინფორმაციით, მაცხოვრის შობის სადღესასწაულო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ამასთან, პანდემიის გამო, "ალილო" განსხვავებული ფორმით ჩატარდება და ფეხით მსვლელობა არ გაიმართება.