პატრიარქი: ვიხილე ჩემი გარდაცვლილი ძმა და ვკითხე მას

სრულიად საქარველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II დღევანდელ ქადაგებაში იმ ხილვას იხსენებს, რომელიც მისი თქმით, წლების წინ, ბათუმში მსახურობის დროს ნახა. 

"როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი, ვნახე ჩემი ძმა გარდაცვლილი და მე ვეკითხები მას, თეიმურაზ, ლოცულობ ჩვენთვის, ვლოცულობო და მიმითითა საქართველოს დიდებაზე. ეს ხალხი, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო, ეს ძლიერი ხატია, საქართველოს დიდება, ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი, დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო" - განაცხადა პტრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.