პატრიარქი დღეს ბავშვებს დალოცავს

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი სიონის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

,,წმინდა ბარბარესა და წმინდა იოანე დამასკელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, 12:00 საათზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ბავშვებსა და მრევლს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება.