პატრიარქმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელი შეცვალა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფრის ხელმძღვანელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც ნინოწმინდაში ჩასულმა საპატრიარქოს იურისტმა და სასულიერო პირებმა განაცხადეს, პანსიონს ამიერიდან ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი უხელმძღვანელებს. 

აღნიშნულ პოზიციაზე მან სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი შეცვალა.