პატრიარქმა უბრალოდ დამლოცა - ტიკარაძე

არ მქონია ასეთი აღქმა, რომ პრემიერს მადლობა არ გადაუხდია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა მოსაზრებას, რომ პრემიერ-მინისტრმა ირასკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას სხვა მინისტრებს მადლობა გადაუხადა, მას კი არა.

ტიკარაძის თქმით, გუშინ პატრიარქს შეხვდა და მასთან ერთად მისი მოადგილე თამარ გაბუნიაც იმყოფებოდა.

"ეს არის ჩვეული წესი, გუშინ იყო ბარბარობა, მე თქვენთვის არ მომილოცავს და დღეს გილოცავთ დაგვიანებით. პატრიარქმა უბრალოდ დამლოცა ჩემს მომავალ გზაზე, სხვა არანაირი საუბარი ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ჩემთან ერთად იმყოფებოდა ქალბატონი თამარ გაბუნია," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.