პატრიარქი არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. 

როგორც დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო მიიღეს.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევენ.