პატრიარქმა უვადო მსჯავრდებულები დაასაჩუქრა

კათოლიკოს-პატრიარქმა უვადო მსჯავრდებულები დაასაჩუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"სპეციალიურ პენიტენციურ სისტემაში მოთავსებულმა უვადო მსჯავრდებულებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისგან საჩუქრები მიიღეს. უწმინდესის მიერ გაგზავნილი ტკბილეული, წიგნები და სანთლები უვადო მსჯავრდებულებს საპარტიარქოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა და მსჯავრდებულებმა კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს საპატრიარქოს უვადო პატიმრებზე მუდმივი ზრუნვისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.