რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტის პასუხს ელოდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე დღეს 25 პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან. 

გუშინ კლინიკაში 21 პაციენტის კვლევის პასუხი მიიღეს და ყველა მათგანი კორონავირუსზე უარყოფითია. 

ამ დროისათვის, კლინიკაში სულ 60 პაციენტი მკურნალობს, 2 მათგანი კოვიდინფიცირებულია. 

ექიმების განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.