პეკინზე არასრულწლოვანს ავტობუსი დაეჯახა

პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით მოზარდი გზაზე მარტო გადადიოდა.

დაშავებული იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. 12 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.

 სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ავტობუსის მძღოლი. მისი თქმით, წესები არ დაურღვევია და მწვანეზე მოძრაობდა. 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.