პეტრე ცაავა პატრიარქმა მონასტერში გაამწესა

მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქმა მონასტერში გაამწესა. ამის შესახებ წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინებაშია აღნიშნული. 

საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განჩინებაში წერია, რომ პეტრე ცაავა გათავისუფლებული იქნა მღვდელმთავრობიდან, ასევე ის აღარ არის წმინდა სინოდის წევრი და ცოდვების მოსანანიებლად განწესებულია მონასტერში.