Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოვა

საქართველოს Pfizer-ის 29250 დოზა ვაქცინას, სავარაუდოდ, ხვალ, 24 მარტს მიიღებს. 

UNICEF-ის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პრეპარატის ტრანსპორტირების ტექნიკური დეტალები და დრო ახლა ზუსტდება, თუმცა, დიდი ალბათობით, ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ დაეშვება. ვაქცინებს ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღებს.

ვაქცინების პირველი პარტია – 43200 დოზა – საქართველომ 13 მარტს მიიღო. აღნიშნული წარმოების ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს. პრეპარატების მოწოდებაში საქართველოს  UNICEF ეხმარება.