Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია

Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია. ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ვაქცინის 29 250 დოზა საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო. 

Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში- 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება. 

ვაქცინების პირველი პარტია – 43200 დოზა – საქართველომ 13 მარტს მიიღო. აღნიშნული წარმოების ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს. პრეპარატების მოწოდებაში საქართველოს UNICEF ეხმარება.