საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ცნობით, მარნეულში საზოგადოებრივი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.
საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მათი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ მარნეულში.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს.