პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი "ინფექციურიდან" გაწერეს

პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. ის დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

55 წლის მამაკაცი საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ის პირველი პაციენტია, რომელსაც კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მას ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.