პოლ მაკარტნიმ კაფე "მზიურს" გახსნიდან 5 წელი მიულოცა

ჯგუფ The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, ლეგენდარულმა აპოლ მაკკარტნიმ კაფე მზიურს გახსნიდან ხუთი წლის თავი მიულოცა. 

მომღერალმა მისალოცი პოსტი და მზიურის ფოტოები სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა.

"ვულოცავ კაფე მზიურს წარმატებულ ხუთ წელიწადს, და თითოეულ თქვენგანს, ვინც Meat Free Monday-ს უჭერთ მხარს, კიდევ მრავალი 5 წელი გეზეიმოთ". – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

Meat Free Monday კამპანიაა, რომელიც ხორცის მოხმარების შემცირებას ემსახურება. პოლ მაკკარტნი 1975 წლიდან ვეგეტარიანელია და მსგავს კამპანიებში ხშირად არის ჩართული.