პოლიციამ მეტრო "ავლაბარი" დაკეტა

პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და მეტროსადგური "ავლაბარი" დაკეტა. 

ცნობისთვის, თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი.

ადგილზე მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები. 

report.ge დეტალებს არკვევს.