პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი ქართველებს მიმართავს

პოპულარული ჰოლივუდელი კინოვარსკვლავი ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოში მყოფ ადამიანებს მიმართავს.

"არის აქ ვინმე, ვინც საქართველოში ცხოვრობს? ახალი პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ. მოძებნეთ, თუ გაქვთ ამ ქვეყანაში გადაღებული ფოტოები, რომლებითაც ამაყობთ და აქ დაპოსტეთ https://hitrecord.app.link/worldphotos“, - წერს ჯოზეფ გორდონ-ლევიტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ჯერჯერობით უცნობია, რა პროექტზე მუშაობს მსახიობი, თუმცა მან სოციალურ ქსელებში ქართველი ფოტოგრაფების ყურადღება მიიპყრო.