პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიაში პოლიციის ეკიპაჟი მოყვა.

მომხდარის შედეგად სამართალდამცველები არ დაშავებულან. დაზიანებულია პოლიციის ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობდნენ.