პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელბულ ინფორმაციას.

"ასეთი "ფეიკნიუსები" ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა",- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.