პრეზიდენტმა დღეს მოზეიმე მრევლს აღდგომა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკური, სომხური სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა. 

სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერის" საშუალებით მათ მშვიდობა და ჯანმრთელობა უსურვა. 

"ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც დღეს ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვუსურვებ მშვიდობასა და ჯანმრთელობას!"-დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.