პუბლიცისტი, პოეტი და გარემოს დამცველი ნუგზარ ზაზანაშვილი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

პუბლიცისტი, პოეტი და გარემოს დამცველი ნუგზარ ზაზანაშვილი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ნუგზარ ზაზანაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1980 წელს დაამთავრა.

პარალელურად სწავლობდა ხელოვნებათმცოდნეობის მეორეულ ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა მწერალთა წრის მუშაობაში. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, რომელსაც ნიკო კეცხოველი ხელმძღვანელობდა. 

80-იანი წლებში ჩაბმული იყო ეკოლოგიურ მოძრაობაში. 90-იანი წლების დასაწყისიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის(WWF) კავკასიის პროგრამის დაარსების დროიდან, თანამშრომლობდა ორგანიზაციასთან. იყო ამ პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი კოორდინაციითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით. იყო მრავალი სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორი.