რუსთავში, ძაღლმა ქალი დაკბინა

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ქუჩაში ძაღლმა ქალი დაკბინა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

პაციენტს ექიმებმა სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ქალმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო დროს მსგავსი ფაქტები გახშირდა რაც ქუჩის ძაღლების მომრავლებას უკავშირდება.