"ყარაბაღი აზერბაიჯანია!"- გარდაბანში აქცია გაიმართა

გარდაბნის ცენტრში ადგილობრივმა მოსახლეობამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარდამჭერი აქცია გამართა სახელწოდებით,- ყარაბაღი აზერბაიჯანია! აქცია საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანლების ინიციატივით ჩატარდა, რომლის მიზანი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა იყო.

აქცია დასრულდა შეძახილებით, - გაუმარჯოს საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობას!