ყაზბეგიდან ოთხი ინფიცირებული მცხეთის სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს

მცხეთის სამედიცინო ცენტრში,  ყაზბეგიდან, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს. 

ოთხივე ერთი ოჯახის წევრია და ისინი ყაზბეგში 2 თვეა დასასვენებლად თბილისიდან იყვნენ ჩასულები. მათი ჯანმრთლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 

მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ნიმუშების ნაწილზე პასუხებს ელოდებიან და შესაძლოა "ყაზბეგის კლასტერი" გაიზარდოს.