ყაზბეგში მწყემსთა დღე აღდგა

ყაზბეგში, ადგილობივი მოსახლეობის ინიციატივით, მწყემსთა დღე აღდგა. 40-წლიანი პაუზის შემდეგ დღესასწაულზე დოღი გაიმართა. მასში მონაწილეობა თერთმეტმა ცხენოსანმა მიიღო, ცხენოსნემბა 7 წრე ჯამში კი 10-კილომეტრიანი მანძილი დაფარეს.

გამარჯვებული სოფელ სნოს მცხოვრები გახდა.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ დოღის ტრადიცია აღდგა და ის ყოველ წელს გაიმართება.