ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგოს ცხელებით საქართველოში პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა. 

პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, 49 წლის ქალი კლინიკაში ორი დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს. 

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.