ყვარელში ახალგაზრდა კაცი ჩამოხრჩობილი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მან სავარაუდოდ თავი მოიკლა. მამაკაცი თოკზე ჩამოხრჩობილი ნახეს.

ახალგაზრდა ლაგოდეხში მწყემსად მუშაობდა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.