ყვარელში ავტომობილი წყლის არხში გადავარდა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მანქანა წყლის არხში გადავარდა. თვითმხილველების ცნობით BMW-ს მარკის ავტომობილი სოფელ სანავარდოს მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯებირს დაეჯახა და წყლის არხში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღეს მანქანის მძღოლმა და ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც შემთხვევის დროს  ქვეითად მოძრაობდა.

წყარი "იმედი".