ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაიკარგა

ყვარლის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი, სოფელ ალმატში, 29 სექტემბერს, სახლიდან საღამოს 17:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა. 

"სახლში შემოვიდა, ბოტასები ჩაიცვა და გავიდა. მეზობლის კარამდე მისული ნახეს, იქიდან მისი კვალი იკარგება. ხანდახან, ბებიასთან რჩებოდა – ხოლმე, მეორე უბანში და იქაც არ არის. შევატყობინეთ უკვე პოლიციას და ალბათ, ძებნა დაიწყება," - აცხადებს ახალგაზრდა კაცის მამა.