ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა უზრუნველყოს 19 აპრილის შეთანხმების სრულად დაცვა - ევროპარლამენტარი

საქართველოს სტაბილურობა და ევროპული გზა არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი, ეს უნდა იყოს გარანტირებული, – ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი კორინა კრეცუ Twitter-ზე წერს.

„ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ძალისხმევას. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა უზრუნველყოს, რომ 19 აპრილის შეთანხმება სრულად იყოს დაცული“, – წერს რუმინელი ევროპარლამენტარი.