ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ - ამირან გამყრელიძის პირველი განცხადება - LIVE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალგაზრდა ექთნის მდგომარეობა, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, საყურადღებოა.

მისივე განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს. 

"დაფიქსირდა პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდით მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდით მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რაც ვითარდება სწრაფად, ეს გახლავთ ანაფილაქსიური გვერდითი მოქმედება. იმ ვაქცინებში, რომელსაც მსოფლიო იყენებს ბავშვების ასაცრელად, ანაფილაქსიური შოკი ერთ მილიონზე, საშუალოდ, ხდება ერთი. ანაფილაქსია შეიძლება წავიდეს საკმაოდ მძიმედ, მსუბუქად და შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც. 

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შემთხვევაში, განსხვავებით რუტინული ვაქცინებისგან, ექვსივე არსებულ ვაქცინას აქვს გვერდით მოვლენები. როდესაც იცრებიან ადამიანები, ეძლევათ ბარათი, რომელზეც წერია, რა არის ხშირი და ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენა. აცრის პროცესამდე ასევე ივსება სპეციალური გამოკითხვის ბარათი. ამცრელი ბრიგადა დაკომპლექტებულია სამი ადამიანისგან. სწორედ ამ ბარათის საშუალებით ექიმი სვამს იმ კითხვებს, რამაც შეიძლება გამოავლინოს მწვავე ალერგიული რეაქციები. ამ ბარათის მიხედვით ხდება პაციენტის გამოკითხვა. 

ყველა ვაქცინას აქვს გვერდით მოვლენების მანიფესტაცია. ბევრად უფრო ხშირი, ვიდრე კალენდარული რეაქციების შემთხვევაში, იძლევაინ უფრო ხშირად რეაქციებს, რომელიც ვლინდება ტემპერატურით, თავის ტკივილით, სახსრების და კუნთების ტკივილით და ა.შ 

ამ ტიპის გამოვლინებები არის 10-50 პროცენტში. ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია, ამიტომ ეს ყველაფერი აღინუსხება ქვეყანაში შესაბამისი სისტემით, რომელსაც ჰქვია იმუნიზაციების შემდგომი რეაქციების კომიტეტი. დღემდე ამ სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში რაც ჩატარდა 3500-მდე აცრა, შეტყობინება ალერგიულ რეაქციაზე შემოვიდა მხოლოდ ოთხი. სხვა გვერდით მოვლენებზე, რომელიც 2 დღეში გადის, შეტყობინება მეტი იყო, მაგრამ ანაფილაქსიურ შოკთან დაკავშირებით შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღეს ახალციხეში, "იმედის" კლინიკაში, რომელსაც 16 ადამიანი ჰყავს აცრილი, აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი, რომელიც, როგორც ვიცი, ანამნეზით სისტემატიურად იტარებდა გრიპის აცრებს, ასევე ანამნეზში არ აღრიცხავდა ალერგიულ რეაქციებს. 

ამ ქალბატონმა ვაქცინაციის წინ, ინტერვიუც მისცა ერთ-ერთ არხს და მოუწოდა სამეიდიცნო პერსონალს ვაქცინაციისკენ.

სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია. ჩვენ ჯერ ზუსტი მიზეზი არ ვიცით, თუმცა ექიმები გვეუბნებიან, რომ ეს მეტად ჰგავდა ანაფილაქსიას. 

მას პროტოკოლით ჩაუტარდა ყველა ღონისძიება, რაც ანაფილაქსიის დროს კეთდება. მაგრამ მისი რეაქცია არ მოიხსნა და საჭრო გახდა მისი გადაყვანა რეანიმაციაში. მას დასჭირდა ინტუბაცია. 

ამ წუთებში ის კატასტროფის ბრიგადას გადაჰყვას დედაქალაქ თბილისში. მიზეზშედეგობრივ კავშირებზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, სანამ არ დასრულდება მოკვლევა. ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ " - განაცხადა გამყრელიძემ. 

ახალგაზრდა ექთანი, რომელსაც ახალციხის "იმედის" კლინიკაში ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ ალერგიული შოკი განუვითარდა განუვითარდა.

მომხდარის შემდეგ ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. როგორც ისინი აცხადებენ, სამი საათია, უშედეგოდ ცდილობენ, შეუძლოდ მყოფი ექთნის მდგომაროების გაგებას, თუმცა, მათთან ექიმები არ გამოდიან. კლინიკაში შესვლის უფლებას კი სამართალდამცავები არ აძლევენ.