გოფოძე: რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის ყველანაირი გამოწვევისთვის

რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის ყველანაირი გამოწვევისთვის, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ დაიწყება პაციენტების მატება, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

,,ჩვენ შეგვიძლია მძიმე პაციენტების საკმაოდ სოლიდური რაოდენობა მივიღოთ და მივხედოთ. მაგრამ აქვე დავძენ, მეც და სრულიად საქართველოსაც, იმის იმედი გვაქვს, რომ ამის საჭიროება არ იქნება. მძიმე პაციენტების ასეთი რაოდენობა რაც სხვა ქვეყნებშია, შეერთებულ შტატებში, იტალიაში, ესპანეთში და ა.შ. განვითარებულ ევროპაში, იმედია, ჩვენ ამ საშიშროების წინაშე არ დავდგებით", - განაცხადა ლევან გოფოძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონოვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 593-მდე გაიზარდა. 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 223 პაციენტი. გარდაცვლილია - 9.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5028 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 537.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.