ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის - "საქართველოს ბანკი"

"ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების უსაფრთხოება. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ მათი უსაფრთხოებისთვის", – აცხადებენ" საქართველოს ბანკში“ რამდენიმე საათის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. 

ადგილზე მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.