"ყველაზე პაწაწუნა Covid დადებითი გაეწერა სრულიად ჯანმრთელი"- ექიმი ფოტოს აქვეყნებს

მოსკოვში მოღვაწე ქართველი ექიმი ირაკლი კვეკვესკირი კოვიდდადებით ჩვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ბავშვი ვირუსისაგან სრულად გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა. 

"ჩემი ყველაზე პაწაწუნა Covid დადებითი , საკმაოდ მძიმე პაციენტი ( 2 კვირა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ფილტვების 70% დაზიანებით) გაეწერა სრულიად ჯანმრთელი ... გამოჯანმრთელებული პაციენტია თვით ბედნიერება

ეს პოსტი დავდე არა იმიტომ რომ რამე განსაკუთრებული ჩავიდინე , არამედ ჩემი ბედნიერება გამეზიარებინდა და ამ რთულ ჟამს ცოტა პოზიტივი შემეტანა თითოეულ თქვენთაგანში გისურვებთ ჯანმრთელობა",-  ნათქვამია ირაკლი კვეკვესკირის Facebook პოსტში.