ყველაზე თბილი, ტკბილი და ღიმილიანი მოლოცვა - პრეზიდენტი ვიდეოს აქვეყნებს - VIDEO

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილის, მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანის) ვიდეოს სოციალური ქსელის პირად გვერდზე აქვეყნებს. 

"ყველაზე თბილი, ტკბილი და ღიმილიანი მოლოცვა ..." - წერს პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს დღეს 69 წელი შეუსრულდა. პრეზიდენტი 26 თებერვალს ბებია გახდა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მან განაცხადა, რომ შვილიშვილი მშობლებთან ერთად პარიზში ცხოვრობს და პანდემიასთან დაკავშრიებული შეზღუდვების გამო მისი ნახვა მხოლოდ ერთხელ მოახერხა.