,,ყველაფერს აკეთებთ, რომ სრული უნდობლობა გამოგიცხადოთ!" - მამა პეტრე

მამა პეტრე კვარაცხელია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

სასულიერო პირი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

,,რატომ არავის აინტერესებს რიონის ხეობა?! თუ არ ვიცით და ჩვენც გაგვყიდეთ...

როდის დაინტერესდებით ადამიანების სატკივარით...

ყველაფერს აკეთებთ, რომ სრული უნდობლობა გამოგიცხადოთ!.

რამდენჯერ მიფიქრია, ჩავალ და ერთ ღამეს მაინც გავათევ მეთქი, მაგრამ ეს ჩემი, ერთი რიგითი ქართველის პოზიცია იქნებოდა, და არა იმ ინსტიტუციის, რომელსაც ვეკუთვნი!", - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.